მაიკ პომპეო ავღანეთში, საავადმყოფოზე მომხდარ თავდასხმას გმობს და „სრულ ბოროტებად“ აფასებს

უდანაშაულო ადამიანებზე განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმა მიუტევებელია, თუმცა ჩვილებსა და ქალებზე თავდასხმა სრული ბოროტებაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ქაბულის სამშობიარო საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა.

გარდა ამისა, მაიკ პომპეომ ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში, დაკრძალვის ცერემონიის დროს მომხდარი აფეთქებაც დაგმო, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 26 და დაშავდა 68 ადამიანი.

„ტერორისტები, რომლებიც დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილე ადამიანებს ესხმიან თავს, მიზნად ისახავენ, დაარღვიონ კავშირები, რაც ოჯახებსა და საზოგადოებებს აკავშირებენ, მაგრამ ისინი წარმატებას ვერასდროს მიაღწევენ,“- განაცხადა მაიკ პომპეომ.

შეახსენებთ, გუშინ სამი შეიარაღებული პირი ქაბულში მდებარე სამშობიარო საავადყოფოს დაესხა თავს, რის შედეგადაც 14 ადამიანი, მათ შორის 2 ახალშობილი, დაიღუპა, 15 კი -დაიჭრა.

გუშინ ავღანეთში კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. ხელნაკეთი ბომბი ნანგარჰარის პროვინციაში მაშინ ამოქმედდა, როცა რამდენიმე ათეული ადამიანი ადგილობრივი პოლიციის მეთაურის დაკრძალვაზე დასასწრებად იყო შეკრებილი. დაიღუპა სულ მცირე 26 და დაშავდა 68 ადამიანი. აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რაც შეეხება საავადმყოფოზე თავდასხმას, ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი დაჯგუფება დგას მის უკან. თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქაბულის სამშობიაროზე თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა