„როიტერსი“ - EBRD-მა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - 5.5%-მდე შეამცირა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ბანკის პროგნოზით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს - 5.5%-მდე შემცირდება, ვინაიდან გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მოგზაურობა და ტურიზმი დააზარალა, რაც, ეკონომიკაზე უკიდურესად უარყოფითად აისახება. თუმცა, ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წლისთვის 5.5%-მდე გაიზრდება.

„ეკონომიკური გაუმჯობესება დამოკიდებულია კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ქვეყნის შიგნით დაწესებული ზომების თანდათან შემსუბუქებაზე,“- აღნიშნულია ბანკის მოხსენებაში, რომელიც რეგიონალურ ეკონომიკური პერსპექტივებს ეხება.

იხილეთ ვიდეო:EBRD-მა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა