მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსისგან 6 მოზარდი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ მათ კლინიკაში ექვსი პირი გამოჯანმრთელდა და ყველა მათგანი მოზარდია.

მისივე თქმით, რვა ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოს ორი პაციენტი დაემატა და საერთო ჯამში, კლინიკას 33 კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავს.

„რაც შეეხება რვა ახალ პაციენტს, ოთხი მათგანი არის საკარანტინო სივრციდან, რომელიც 11 მაისს დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. დანარჩენი ოთხი კი ასე ნაწილდება: ორი არის საკარანტინო სივრციდან კონტაქტები, ერთი არის ბოლნისიდან და ერთი თეთრიწყაროდან. ჩვენთან ამ ეტაპზე მკურნალობს 34 პაციენტი და აქედან, 33 არის დადასტურებული შემთხვევა, ერთი კი შესაძლო შემთხვევაა, რომელსაც გამოკვლევას ვუტარებთ. ამ ახალი რვა დადასტურებული შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტი შემოიყვანეს. გუშინ ჩვენთან გამოჯანმრთელდა და გაეწერა ექვსი პაციენტი. საინტერესო არის ის, რომ ექვსი ახალი გამოჯანმრთელებულიდან ყველა მოზარდია და მათ კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დატოვეს. ამ ეტაპზე ერთი არასრულწლოვანი დაგვრჩა, რომელიც ჩვენთან მკურნალობს“,-განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა, მესამე დღეა დასტაბილურებულია.

„რაც შეეხება ჩვენს კრიტიკულ პაციენტს, მისი მდგომარეობა მესამე დღეა დასტაბილურებულია, თუმცა ჯერჯერობით მაინც, მისი მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. ერთი-ორი დღეც თუ მდგომარეობა ასეთი სტაბილური იქნება, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ კარგ პროგნოზზე, მაგრამ ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. სამი მძიმე პაციენტი, რომელივ გვყავდა, მათი მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებულია და ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმის პაციენტებად მოიაზრებიან. უმეტესად, ამ ეტაპზე, ჩვენთან საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ“,-აღნიშნა ეზუგბაიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს