კახა კალაძის განცხადებით, ბიზნესსექტორისთვის და მცირე ბიზნესებისთვის ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების მომზადება გამარტივდება

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ბიზნესსექტორისთვის და მცირე ბიზნესებისთვის ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების მომზადება გამარტივდება.

როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ის წესები და კანონები, რაც ურბანული განვითარების კუთხით არსებობდა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

„ქალაქის ურბანული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მთელი რიგი ცვლილებები იქნა განხორციელებული, ჩვენ მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორად და ხარისხიანად, რომ არ მივიღოთ ისეთი უბნები, როგორიც არის მაგალითად სპორტის სასახლის უკან არსებული ტერიტორია, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის და იქ მცხოვრები ადამიანებისათვის. რადგან ვსაუბრობთ ქალაქის ურბანულ განვითარებაზე, რამდენიმე ხნის წინ ირაკლი ხმალაძეს დავავალე, რომ ამ მიმართულებით ბევრი გამარტივებული საკითხი შემოგვეღო. ის წესები და კანონები რაც იყო ურბანული განვითარების კუთხით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და ბევრ რამესთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. შესაბამისად, დავალება რომელიც იყო გაცემული, რომ გაგვემარტივებინა ეს მიმართულება,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით კი, სამართლებრივი აქტების მომზადება უკვე პროცესშია და უახლოეს დღეებში ჩატარდება პრეზენტაცია, სადაც დეველოპერებს მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მუნიციპალიტეტი, რომ ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების მომზადების პროცესში გარკვეული სიმარტივე გაჩნდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა