„ჯივიპის“ აბონენტებს მრიცხველის ჩვენების გაგზავნა დისტანციურად შეუძლიათ

არსებული ვითარების გათვალისწინებით, სემეკის დადგენილების თანახმად, „ჯივიპის“ აბონენტებს, რომლებსაც წყლის მრიცხველი საცხოვრებელი სახლის შიდა ტერიტორიაზე აქვთ დამონტაჟებული, მრიცხველის ჩვენების დისტანციურად ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge ან სმს შეტყობინებით *303# შეუძლიათ გაგზავნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯივიპიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, მრიცხველის ჩვენების დისტანციურად გაგზავნასთან დაკავშირებით აბონენტები ჯივიპისგან sms შეტყობინების სახით მოთხოვნას, ინდივიდუალურად მიიღებენ.

„მომხმარებლების მიერ მრიცხველის ჩვენების გაგზავნა უნდა მოხდეს sms შეტყობინებაში მითითებულ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პერიოდში ჯივიპის აბონენტები არ ისარგებლებენ მრიცხველის ჩვენების დისტანციურად გაგზავნის შესაძლებლობით, სემეკის დადგენილების თანახმად, ჯივიპი უფლებამოსილია, მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა დაიანგარიშოს წინა წლის იმავე თვის მოხმარების მიხედვით. აღნიშნული დარიცხვა გასწორდება მრიცხველის რეალური ჩვენების აღებისთანავე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა