ანა დოლიძე მოითხოვს, იუსტიციის საბჭომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 8 მარტს დადებული ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომელიც  სასამართლოს ეხება

იუსტიციის უმღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 8 მარტს, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დადებული ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომელიც სასამართლოს ეხება.

როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის საბჭო დუმს, რომელსაც პირდაპირ აქვს დავალებული სასამართლოს დეპოლიტიზაცია, დამოუკიდებლობა და ამ მხრივ რეფორმა.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, სადაც სასამართლოს პოლიტიზიერების საფრთხე და ფაქტი არის დაფიქსირებული, ხმა არ ამოუღია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხვა შემთხვევებში წინა პლანზე არის ხოლმე, როდესაც ხსნის და იცავს თავის პოზიციებს. 8 მარტის შეთანხმებაში სასამართლოს როლთან დაკავშირებით ეს საბჭო ზის ჩირგვებში. ეს შეთანხმება არის საბჭოს საქმიანობის ფიასკოდ შეფასება. როდესაც მილიონიბით ევრო და დოლარია ჩადებული სასამართლოს დამოუკიდებლობაში, დასტურდება, რომ ქვეყანაში სასამართლოს პოლიტიზირების საფრთხე არსებობს. მე მოვითხოვ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსიროს, თუნდაც 2 თვის შემდეგ, პოზიცია, როგორც ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ამ შეთანხმებასთან მიმართებაში. მეორე, გამობრძანდეს და წარმოადგინოს ხედვა და რეფორმის გეგმა. მაშინ, როდესაც დადასტურდა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებამ და მისმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორებმა დაადასტურეს, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში პოლიტიზირებულია, წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა სასამართლოს დამოუკიდებლობის და დეპოლიტიზაციის. მათ შორის, ის გეგმა, რომელიც ამ შეთანხმებაში არის მოხსენებული“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო