ბავშვის უფლებათა კოდექსი 1-ელი ივნისის ნაცვლად, სექტემბრიდან ამოქმედდება

ბავშვის უფლებათა კოდექსი 1-ელი ივნისის ნაცვლად, სექტემბრიდან ამოქმედდება. როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ის არის, რომ ტრენინგების პრაქტიკული ნაწილი პანდემიის გამო ვერ განხორციელდა.

„ჩვენ პრაქტიკულად მთელი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თითმმართველობები მზად ვიყავით იმისთვის, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი პირველი ივლისიდან ამოქმედებულიყო, როგორც იცით კოდექსის მიდგომა არის რომ ბავშვთან არც ერთმა იმ ადამიანმა არ უნდა იმუშაოს, რომელსაც შესაბამისი ცოდნა არ აქვს, ჩვენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად დონორებთან ერთად კოვიდინფექციის გამო ონლაინ რეჟიმში ჩავატრეთ ტრენინგები, თუმცა, ამ ტრენინგებს ჰქონდა ასევე პრაქტიკული ნაწილი, რომელიც ფიზიკურად იყო შეუძლებელი, რომ განხორციელებულიყო ობიექტური მიზეზების გამო, რომელიც არის ქვეყანაში. ამიტომ ჩვენი შემოთავაზება არის, რომ პანდემიის გამო, პირველი ივნისის ნაცვლად პირველ სექტემბერს ავამოქმედოთ ბავშვის უფლებათა კოდექსი და იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ამ ობიექტურ მიზეზს გაგებით მოეკიდება,“- აღნიშნა სოფიო კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო