ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო Covid -19-ის შემდგომ, მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების შედეგად გაჩენილი შესაძლებლობებით ვერ ისარგებლებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო Covid -19-ის შემდგომ, მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების შედეგად გაჩენილი შესაძლებლობებით ვერ ისარგებლებს. ასე გამოეხმაურა ზურაბ ჭიაბერაშვილის „ანაკლიის კონსურციუმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას.

„ანაკლიის კონსორციუმის“ განცხადებას და იმ შესაძლებლობებს, რაც ქვეყანას ახლა უჩნდება, როცა საქმე ეხება საერთაშორისო გადაზიდვებსა და გადაზიდვების ახალი ჯაჭვების აწყობას, ნამდვილად ვიზიარებთ. თუმცა, ასევე კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პირობებში ამ შესაძლებლობის გამოყენება საქართველოში არ მოხდება, ამიტომაც არის საჭირო ოქტომბერში ხელისუფლების მშვიდობიანი არჩევნების გზით ცვლილება, რომ ზუსტად ყველა ის შესაძლებლობა, რაც Covid -19-ის შემდგომ მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების პირობებში გაჩნდება, საქართველომ ეფექტიანად გამიყენოს,”- განაცხადალა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საუკეთესო ალტერნატივაა.

„Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში, როდესაც საქართველოს მთელი მოსახლეობის ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისკენ არის მიპყრობილი, პირველ რიგში, იკვეთება ეკონომიკის გაძლიერების ორი ძირითადი ფაქტორი - უცხოური ინვესტიციები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო მამოძრავებელი სტიმული იქნება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, რაც გახდება ათასობით სამუშაო ადგილისა და ახალი, ძლიერი, ინოვაციური ქალაქის განვითარების გაგრძელების კატალიზატორი,”- ნათქვამია „ანაკლიის კონსორციუმის“ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა