ქალს, რომელიც პნევმონიით მკურნალობდა და თავდაპირველი ტესტით კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, კარანტინში გადაყვანიდან მე-5 დღეს კოვიდ-19-ის ინფექცია დაუდასტურდა

ქალს, რომელიც კლინიკაში პნევმონიით მკურნალობდა და თავდაპირველი ტესტით კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, კარანტინში გადაყვანიდან დაახლოებით მე-4-მე-5 დღეს კოვიდ-19-ის ინფექცია დაუდასტურდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვახტან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა, PCR ტესტს აქვს 85%-იანი მგრძნობელობა და შესაძლებელია, თავის დროზე ვირუსი ვერ აღმოაჩინა.

"ქალს ტესტი ჰქონდა ჩატარებული. ჩვენ გვავიწყდება ერთი რამ- ტესტს აქვს 85%-იანი მგრძნობელობა და ვერ იპოვა, რომ ეს იყო ვირუსი. არავინ ამბობს, რომ PCR კვლევას აქვს 100 %-იანი მგრძნობელობა. მე როგორც ვიცი, ქალბატონი იყო კარანტინში გადაყვანილი კლინიკიდან, რადგან არ დადასტურდა ტესტით კორონავირუსი, მაგრამ რადგან პნევმონია იყო ანუ სამედიცინო მართვა მიდიოდა სწორად, 85 %-იანი მგრძნობელობა ტესტის ნიშნავს, რომ 100%-ში ყოველთვის ვერ გაამართლებს, ის 15% შესაძლებელია ან ცრუ დადებითი, ან ცრუ უარყოფითი იყოს. სწორედ ამიტომ ერთვება სამედიცინო, კლინიკური მხარე და ექიმი წყვეტს, როგორ მართოს. ამიტომ იყო გაგზავნილი კლინიკიდან კარანტინში. სავარაუდოდ, კარანტინში მას მე-4-მე-5 დღეს ჩაუტარდა კვლევა", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო