თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამ მომენტისათვის თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტია მოთავსებული, რეანიმაციულ განყოფილებაში კი 3 პირი გადის მკურნალობას.