საგარეო უწყების განცხადებით, TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოყოფის შესახებ ხარვეზის გასასწორებლად მუშაობენ

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება სოციალურ ქსელ TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად გამოყოფაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა არის საგარეო უწყების უმთავრესი პრიორიტეტი.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა.

ჩვენ ვმუშაობთ სოციალური ქსელის TikTok საკითხზე და როგორც სხვა წინა შემთხვევებში, აღნიშნულ საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, შედგა კომუნიკაცია ჩინეთის მხარესთან, საქართველოს ელჩმა გამართა ჩინეთში შეხვედრები და ასევე გამოიკვეთა, რომ ეს უზუსტობა ფიქსირდება მხოლოდ ინგლისურენოვან ვერსიაში.

ცნობისთვის, TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი.

იხილეთ ვიდეო:საგარეო უწყების განცხადებით, TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოყოფის შესახებ ხარვეზის გასასწორებლად მუშაობენ

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის