ბადრი ჯაფარიძე - არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რომ გამოიწვიოს ოპოზიციური პარტიები რადიკალურ ნაბიჯებზე და ამ საბაბით ჩაშალოს შეთანხმება

ჩვენ არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რომ გამოიწვიოს ოპოზიციური პარტიები რადიკალურ ნაბიჯებზე და ამ საბაბით ჩაშალოს ის შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული ამდენი ძალისხმევისა და ჩვენი უცხოელი მეგობრების დიდი ჩართულობის შედეგად, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ორივე შეთანხმება იყოს შესრულებული.

„ჩვენ დღეს ვიკრიბებით იმისათვის, რომ ორივე შეთანხმება უნდა იყოს შესრულებული ხელისუფლების მიერ. იგულისხმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ასევე, პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლება საპატიმროდან. ორივე შეთანხმება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ იყოს შესრულებული, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება მშვიდი პოლიტიკური, საარჩევნო გარემო. ჩვენ არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რომ გამოიწვიოს ოპოზიციური პარტიები რადიკალურ ნაბიჯებზე და ამ საბაბით ჩაშალოს ის შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული ამდენი ძალისხმევისა და ჩვენი უცხოელი მეგობრების დიდი ჩართულობის შედეგად,“ - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა