ეკა ბესელია - ცვლილებაზე, რომლითაც საარჩევნო სისტემაც უნდა შეიცვალოს, არჩევნებს აზრი უნდა მიეცეს და უკანონო პატიმრებსაც უნდა ეშველოთ,  საჭიროა ხმის მიცემა

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიციამ მმართველ პარტიას არ უნდა მისცეს პირობის უკან წაღებისა და ამგვარად კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნის შესაძლებლობა. ამასთანავე, ეკა ბესელიას თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ორივე პირობა უნდა შესრულდეს. თუმცა, ამავდროულად, დამოუკიდებელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ პოზიციები ჯერ არ შეთანხმებულა, მისცემს თუ არა დეპუტატთა ოპოზიციური ნაწილი კანონპროექტს ხმას, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანის მომენტისთვის, ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლების ნაწილი შესრულებული არ ექნება.

„გვაქვს გეგმაში, რომ იყოს ერთიანი განცხადება მიღებული. დღეს უბრალოდ საჭირო იქნება კონსულტაცია ამ დოკუმენტის ირგვლივ, რომ შევაჯეროთ პოზიცია. 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი, როგორც საარჩევნო სისტემის ნაწილი, ასევე იმ ადამიანების გათავისუფლების ნაწილი, ვინც წინასაარჩევნო პროცესში უნდა იყვნენ ჩართულები, განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერები და ამ დროს არიან სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ, არის ხელშეკრულების ნაწილი და მის შესრულებას ითხოვს ყველა, აქ არის ერთიანი პოზიცია. უნდა მივცეთ თუ არა ხმა კანონპროექტს, იმ შემთხვევაში თუ კენჭისყრაზე დადგება კონსტიტუციური ცვლილებების საკითხი და არ იქნება ამ შეთანხმების მეორე ნაწილი შესრულებული- ეს არის საკითხი, რომელზეც იქნება პოზიციები შესაჯერებელი. მე მგონია, რომ არ უნდა მივცეთ ჩვენ მმართველ პარტიას არანაირიად იმის შანსი, რომ ეს პირობა უკან წაიღოს და ჩავარდეს კონსტიტუციური კანონპროექტი. მას ხმები არ ყოფნის დამოუკიდებლად ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, სჭირდება დამატებით ოპოზიციის ხმები, მე ამიტომ მგონია, რომ ამ ცვლილებას, რომლითაც საარჩევნო სისტემაც უნდა შეიცვალოს, არჩევნებს აზრი უნდა მიეცეს და უკანონო პატიმრებსაც უნდა ეშველოთ, ამისთვის საჭიროა ხმის მიცემა. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, ვეცდები, რომ ეს პოზიცია დავასაბუთო,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო