კახა კალაძის განცხადებით, დედაენის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში დასრულდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაენის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში დასრულდება. კალაძის თქმით, პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებდა უკვე დასრულდა.

„შეცდომაში რომ არ შეიყვანოთ საზოგადოება, ერთ რამეს გეტყვით, რომ პროექტი შედგებოდა ორი კომპონენტისაგან, ერთი იყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გზები, ხიდების რეაბილიტაცია, განახლება და გამაგრება, გვირაბის გაკეთება და მეორე ეტაპი ეს არის უკვე თვითონ ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია და უკვე დაწყებულია სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც ხორციელდება და უახლოეს მომავალში იქნება დასრულებული“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა