თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებაში ტერმინს „პოლიტპატიმრები“ უფრო მეტი პოლიტიკოსი იყენებს

სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებაში ტერმინს „პოლიტპატიმრები“ უფრო მეტი პოლიტიკოსი იყენებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარ მაიკლ გელერის განცხადებას, რომლის თქმითაც, დასავლეთის ქვეყნები, საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან.

ბოკუჩავას თქმით, ტერმინი - პოლიტპატიმრები - ისეთი რეჟიმების მოხსენიებისას გამოიყენებოდა, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და ბელარუსი.

„ახლა ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებაში უფრო მეტი პოლიტიკოსი იყენებს ამ ტერმინს. ვნახეთ, ჯიმ რიშის გამცხადება, რომელიც არის წამყვანი პოლიტოსი ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობებში, ახლა ვხედავთ, რომ ევროპარლამენტარებიც ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები. ამასთან, ივანიშვილმა უნდა გამოუშვას პოლიტპატიმრები, იმისთვის, როომ 8 მარტის ხელშეკრულება შესრულებულად ჩაითვალოს, შევძლოთ, რომ ნორმალიზებული პოლიტიკური პროცესის პირობებში შევიდეთ არჩევნებში," - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი გერმანიიდან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი, მაიკლ გელერი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები, საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან.

„ისინი ბედს ცდიან, კვლავ ელიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. დიახ, ისინი ელიან. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს“,- წერს გელერი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა