ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, „ახალგაზრდობის სააგენტოსთვის“ შექმნილი „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ კანდიდატების მიღება საქართველოს მასშტაბით 13 მაისიდან დაიწყო

ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, „ახალგაზრდობის სააგენტოსთვის" შექმნილი „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ კანდიდატების მიღება საქართველოს მასშტაბით 13 მაისიდან დაიწყო და 1 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდობის სააგენტოდან“აცნობეს.მათივე ცნობით, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომელთა ასაკი 18-დან 29 წლამდეა.

„ახალგაზრდობის სააგენტოს“ ინიციატივით და ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ იქმნება სრულიად მოხალისეობრივად, რაც სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთ ძირითადი მიმართულების „მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის“ (Meaningful youth participation) დანერგვისკენ გადადუგმული პირველი ნაბიჯია. რადგან სააგენტომ აირჩია გეზი, რომ მისი პოლიტიკა და გადაწყვეტილებები იყოს მონაწილეობრივი, ანუ ახალგაზრდები და ახალგაზრდული ორგანიზაციები უშაულოდ იყვნენ ჩართულნი იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც მათ ეხებათ, მოცემული მიმართულება ევროპის საბჭოს პრიორიტეტებშიც აღინიშნა. ევროპის საბჭომ 2019 წლის სექტემბერში, რეკომენდაციების გასაზიარებლად, საქართველოში ექსპერტთა მისია წარადგინა, რომელსაც სააგენტომ უმასპინძლა. 2019 წლის ნოემბერში, ევროპის საბჭოსა და სააგენტოს ორგანიზებით, „ახალგაზრდების ჩართულობის“ თემატიკაზე, 31 ქვეყნის მონაწილეობით კონფერენცია გაიმართა, სადაც ექსპერტების რეკომენდაციებით „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ შექმნა “Advisory Council on Youth” მოდელით გადაწყდა. ხსენებული საბჭო საქართველოს რეგიონების და თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციების 22 ახალგაზრდა (18–29 წელი) წარმომადგენლისა და საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების „ქოლგა“ ორგანიზაციის ერთი ახალგაზრდა წარმომადგენლისაგან დაკომპლექტდება. საბჭოს 22 წევრი, ახალგაზრდული ორგანიზაციებიდან აირჩევა ღია კონკურსის წესით. 1 მონაწილეს კი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების „ქოლგა“ ორგანიზაცია წარადგენს. წევრები 1 წლის მანდატით აირჩევიან და მათ შერჩევაში სააგენტოსთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული კომისია. საბჭო არის სრულიად მოხალისეობრივი, მიზნად ისახავს უშუალოდ და მხოლოდ სააგენტოს საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებას. საბჭოს ექნება საკონსულტაციო როლი „ახალგაზრდობის სააგენტოს“ პრიორიტეტების დასახვაში და ამავე დროს პროაქტიურად დააგენერირებს ახალ, სფეროსთვის რელევანტურ იდეებს, რომლებსაც ინიცირებას გაუკეთებს სააგენტოს. საბჭოს წევრობის მსურველთათვის ღია კონკურსი დღე 4 მაისიდან გამოცხადდა და 1ივნისს დასრულდება.მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელ ახალგაზრდებს, რომელთა ასაკია 18–29 წელი.

დასარეგისტსრიებლად და დეტალების გასაცნობად ეწვიეთ ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ facebook გვერდს: https://web.facebook.com/youthagency2019?_rdc=1&_rdr ან ახალგაზრდობის პლატფორმას: https://youthplatform.gov.ge/ka/event/11

ახალგაზრდობის სააგენტო 2019 წლის 26 აგვისტოს დაარსდა ახალგაზრდულ თემატიკაზე მომუშავე მანამდე არსებული სამი უწყების გაერთიანების შედეგად და პასუხისმგებელია ქვეყანაში მთელ ახალგაზრდულ სფეროზე. სააგენტოს მთავარი გამოწვევა და სამწლიანი რეფორმის მიზანი კი არის ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნა ე.წ. „ევროკავშირის მოდელით“ და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით,“ ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა