გიორგი ვაშაძე - სიბეცეა, როდესაც ევროპარლამენტარზე, ამხელა რანგის ადამიანზე, საუბრობ, რომ ის „ნაციონალია“

სიბეცეა, არაადეკვატურია, როდესაც ევროპარლამენტარზე, ამხელა რანგის ადამიანზე, საუბრობ, რომ ის „ნაციონალია“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოემხაურა ევროპარლამენტარ მაიკლ გელერის განცხადებაზე მმართველი გუნდის შეფასებებს.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მსგავსი ქმედება სამარცხვინოა და ეს მათ „ბოლოს მოუღებს“.

„არასდროს ჩვენს სტრატეგიას, რომელიც მარტში კონკრეტული გამარჯვებით დასრულდება, წინასწარ არ ვამბობდით, სტრატეგიულ ჭრილში გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები, ეს არის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ მექანიზმები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველა გადაწყვეტილება არის ჩვენს ხელში, საქართველოში. საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ნებას. ამ ნებას ჩვენ ვაჩვენებთ, რასაც ექნება მხარდაჭერა. სიბეცეა, არაადეკვატურია, როდესაც ევროპარლამენტარზე, ამხელა რანგის ადამიანზე საუბრობ, რომ ის „ნაციონალია“, ამაზე მეტი სამარცხვინო რა შეიძლება იყოს?! ამაზე მეტი სიურცხვე რა შეიძლება ჩაიდინოს?! ეს იქნება, რაც მათ საბოლოო ჯამში მოუღებს ბოლოს“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი გერმანიიდან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი, მაიკლ გელერი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები, საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო