ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი  მთავრობას მიმართავს

ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს მთავრობას მიმართავს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის კონკრეტული თარიღის, მგზავრობის დროს მგზავრთა თუ მძღოლთა მიერ გასათვალისწინებელი წესების გეგმის წარდგენას სთხოვს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტები, კერძო სატრანსპორტო კომპანიები თუ ცალკეული მძღოლები უნდა მოემზადონ და სათანადოდ მოახერხონ ახალ გარემო-პირობებში მუშაობის უსაფრთხოდ გაგრძელება.

„მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის გამო შექმნილი სარისკო გარემოებებიდან გამომდინარე ქვეყანაში ეტაპობრივად შეჩერდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება ბოლო თვენახევრის განმავლობაში. გასაჯაროვებული სამთავრობო გეგმის მიხედვით უკვე გაიხსნა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი, ხოლო მომდევნო კვირების განმავლობაში ფუნქციონირებას იწყებს არაერთი დაწესებულება, რაც ბუნებრივად გაზრდის მოქალაქეების ტრანსპორტირების საჭიროებას. აღსანიშნავია,რომ ამ დროისთვის ბუნდოვანია საქალაქო თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამოქმედების ვადები და ტრანსპორტში covid-19-ის პირობებში ქცევის შესაბამისი წესები თუ ადმინისტრირების მექანიზმი. არაერთ ევროპულ ქვეყანას, რომელსაც საქართველოზე რთული ეპიდ-ვითარება ჰქონდა არ გაუჩერებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, თუმცა მკაცრად იყო დაცული ჰიგიენის და დისტანციის ნორმები. სატრანსპორტო სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, ჰაბ ჯორჯია, საქართველოს სპორტის საავტომობილო ფედერაცია და ურბანული ლაბორატორია ვთვლით, რომ დროა გასაჯაროვდეს covid-19-ის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის კონკრეტული თარიღი და მგზავრობის დროს მგზავრთა თუ მძღოლთა მიერ გასათვალისწინებელი წესების გეგმა, რათა მუნიციპალიტეტები, კერძო სატრანსპორტო კომპანიები თუ ცალკეული მძღოლები მოემზადონ და სათანადოდ მოახერხონ ახალ გარემო-პირობებში მუშაობის უსაფრთხოდ გაგრძელება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო