გია ვოლსკი - უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ კონსტრუქციული შეთანხმება, რომელიც შედგა და რომელიც მთელმა მსოფლიომ აღნიშნა, ცხოვრებაში უნდა გატარდეს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ კონსტრუქციული შეთანხმება, რომელიც საარჩევნო სისტემასთან და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით შედგა და რომელიც მთელმა მსოფლიომ აღნიშნა, ცხოვრებაში უნდა გატარდეს.

ვოლსკის თქმით, ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციის მთავარ მიზანს მაინც დესტრუქცია წარმოადგენს, ვინაიდან, დარწმუნებული არ არიან გამარჯვებაში.

„რაც დრო გადის სულ მეტი და მეტია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დესტრუქცია არის ერთადერთი გზა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ფორმულით და სისტემით, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ, ალბათ, გამარჯვების იმედიც უნდა ქონდეთ. შემდეგ, საზოგადოება თუ გადაწყვეტს, რომ ადამიანები, რომლებსაც ისინი ასახელებენ, არიან პოლიტიკური პატიმრები, კიდევ სხვა ნიშნებით მხარს დაუჭერენ და ალბათ განახორციელებენ შემდეგ იმ უკანონო ბრძანებას, რასაც მოუწოდებენ ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ ეს პერსპექტივა გამარჯვების რომ არ არსებობს, საფუძველს მაძლევს, რომ კიდევ ერთხელ და რამდენიმეჯერ გავიმეორო, რომ სწორედაც უპერსპექტივობა განაპირობებს დესტრუქციას, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ხელისუფლება სრულად ასრულებს თავის ვალდებულებას, ამასთანავე, ის კატეგორიულად გამორიცხავს, რომ პოლიტიკური რესურსის ჩარევა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემაში

„ასეთი რამ არ უნდა იქნეს დაშვებული, ასეთი პრაქტიკა ჩვენ დიდი ხანია ამოვიღეთ ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრებიდან“,- აღნიშნავს ვოლსკი.

გია ვოლსკი ხაზგასმით აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ჩამოყალიბებულია მყარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია საარჩევნო სისტემა.

„იყო სერიოზული შეკითხვები, როდესაც პროპორციული არჩევნების თემა იდგა და მათვე, ჩვენმა ოპონენტებმა, მოგვცეს საფუძველი, მათ შორის, მეც, რომელიც მხარს ვუჭერდი პროპორციულ სისტემას, ბევრი ჩემი მეგობარი და კოლეგა დავმდგარიყავით იმ აზრზე, რომ ისინი სწორედაც ამზადებდნენ დესტაბილიზაციას ქვეყნისათვის, როდესაც ვერ იქმნება კოალიციური მთავრობა და შევდივართ ისეთ პოლიტიკურ პერიოდში, რასაც პირდაპირ ჰქვია დესტაბილიზაცია - მთავრობის ვერ ჩამოყალიბება, დაპირისპირების ხარისხის გაზრდა და ეს ვისაც აწყობს, ყველამ კარგად იცის ამის თაობაზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო