ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ვებინარების სესიას იწყებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და KIU კონსულტაცია / Enrollment Advisors 14 მაისიდან ვებინარების სერიას იწყებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ონლაინ ღონისძიებები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და მასში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამების ხელმძღვანელები და პროფესორები მიიღებენ მონაწილეობას.

მათი ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრების მიზანია, დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა, აბიტურიენტებმა, მათმა მშობლებმა, სტუდენტებმა და დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, მისი პროგრამების, სწავლების, საგრანტო ფონდისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ.

„პირველი ვებინარი 14 მაისს გაიმართება და მას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტური სერვისების მენეჯერი, ვალერი გობრონიძე გამართავს. შეხვედრის თემაა: უნივერსიტეტში ჩაბარებისა და მობილობის პროცედურები; KIU-ში სწავლისა და კამპუსზე ცხოვრების საფასური; სტუდენტური გრანტები და სტიპენდიები.

ვებინარ-შეხვედრები Zoom-ით გაიმართება და მსურველებმა რეგისტრაცია წინასწარ სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით უნდა გაიარონ. ვებინარის მონაწილეები უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში მიიღებენ პასუხებს საინტერესო კითხვებზე, გაეცნობიან თუ რა სიახლეები ელოდებათ მათ KIU-ში სწავლების შემთხვევაში და როგორ ემზადება რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო ჰაბი 2020-2021 სასწავლო წლისთვის.

ვებინარების ციკლი ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და იგი კვირაში ერთხელ გაიმართება. ონლაინ შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა სპიკერებთან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი KIU სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

„"ფონდი ქართუ" ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში ერთ მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს.

KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-სთან პარტნიორობით. KIU-ს საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვებინარის ბმული: https://www.facebook.com/events/229471604981355/.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა