შრომის კოდექსში შესაძლოა გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის თანახმად, ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება არამხოლოდ დედას, არამედ მამასაც შეეძლება

შრომის კოდექსში შესაძლოა გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის თანახმად, ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება არამხოლოდ დედას, არამედ მამასაც შეეძლება.

პარლამენტში „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა, რომლის თანახმად, ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ.

კანონპროექტით, ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება შესაძლებელი იქნება, 604 კალენდარული დღის ოდენობით. ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადი იქნება 57 კალენდარული დღე.

ამასთან, გარდა ბავშვის მოვლისთვის გათვალისწინებული საშვებულებო დღეებისა, ქალს შეეძლება ორსულობისა და მშობიარობის გამო 126 დღიანი, ხოლო მშობიარობის გართულების შემთხვევაში 143 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება აიღოს.

კანონპროექტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს იმავე სამუშაოზე იმავე შრომითი პირობებით, ასევე, ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომითი პირობებით იმ ფარგლებში, რისი მიღების უფლებაც მას ექნებოდა შესაბამისი შვებულებით რომ არ ესარგებლა.

გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ, დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლება, რამდენადაც ეს აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად და არ იწვევს დამსაქმებლისათვის არაპროპორციული ფინანსური ხარჯების წარმოშობას.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს