5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული მამაკაცი, რომელიც გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა, დაზარალებულის ბაბუის ძმაა

5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული 58 წლის მამაკაცი, რომელიც დღეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა, დაზარალებულის ბაბუის ძმაა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

სააგენტოსთან საუბარში წყარო აცხადებს, რომ ბრალდებული მამაკაცისა და მისი ძმის ოჯახი გვერდიგვერდ ცხოვრობენ.

როგორც ირკვევა, შემთხვევა მიმდინარე წლის 5 ივნისს მოხდა, ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო, რის შემდეგაც მათ სამართალდამცავებს მიმართეს.

შემთხვევას შეესწრო დაზარალებულის მცირეწლოვანი ბიძაშვილიც, 6 წლის ბავშვიც.

არსებული ინფორმაციით, ძმის შვილიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული მამაკაცი დაზარალებულს მოკვლით დაემუქრა თუკი, ის მომხდართან დაკავშირებით, რამეს იტყოდა.

როგორც ირკვევა, დაზარალებულისა და მისი ბიძაშვილის ჩვენებები სასამართლოში ერთმანეთის იდენტური იყო და ისინი მომხდართან დაკავშირებით, ერთიდაიმავეს ჰყვებოდნენ.

ცნობისთვის, დღეს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული მამაკაცი უდანაშაულოდ სცნო. უფრო ადრე, ერთი თვის წინ, ბრალდებული მამაკაცი 9-თვიანი საპატიმრო ვადის ამოწურვის გამო 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

განაჩენის გამოცხადებამდე გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება განმარტავდა, რომ ბრალდების მხრეს სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი, რითაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდებოდა.

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს