არჩილ თალაკვაძე - გასაოცარია, ვისგან გვესმის ეს კომენტარები, პენიტენციური სისტემა სავსე ჰქონდათ პოლიტპატიმრებით და რეჟიმისთვის მიუღებელი ადამიანებით

გასაოცარია, ვისგან გვესმის ეს კომენტარები, პენიტენციური სისტემა სავსე ჰქონდათ პოლიტპატიმრებით და რეჟიმისთვის მიუღებელი ადამიანებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საარჩევნო სისტემასა და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებს. მისი თქმით, დღეს სამართლიან არჩევნებთან და დემოკრატიასთან დაკავშირებით მოწოდებები არჩევნების გამყალბებელი და დემოკრატიის ყველა პრინციპის დამრღვევი ადამიანებისგან ისმის.

„ახლა არის დრო, როდესაც არჩევნების გამყალბებლებისგან და დემოკრატიის ყევლა პრინციპის დამრღვევი ხალხისგან ვისმენთ კომენტარებსა და მოწოდებებს სამართლიან არჩევნებთან და დემოკრატიასთან დაკავშირებით. სხვა თემებზე რომ აღარ გავაგრძელო, რაც შეეხება ადამიანის უფლებებსა და პოლიტპატიმრებს, ვისგან გვესმის ეს კომენტარები, გასაოცარია. სავსე ჰქონდათ პენიტენციური სისტემა პოლიტპატიმრებით, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებით, ჟურნალისტებით და იმ ხალხით, ვინც მათი რეჟიმისთვის იყო მიუღებელი. დღეს ასეთი ხალხი გამოდის და მაღალ მატერიებზე გვესაუბრება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა