დავრჩეთ სახლში, მაგრამ ხანდახან გამოვიდეთ ხოლმე იმიტომ, რომ გაზაფხულია, სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალიან კარგია,- ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, შეკითხვას დასრულდა თუ არა სლოგანი „დარჩი სახლში“. როგორც მან აღნიშნა, უკვე ახალი სლოგანი მკვიდრდება „ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება“.
„ნამდვილად შეიძლება, რომ ბავშვები ვასეირნოთ და ჩვენც შეგვიძლია სუფთა ჰაერზე გავიდეთ, ოღონდ იქაც ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ სოციალური დისტანცია და თუ სადმე ხალხმრავლობა შეგხვდება, იქ ნუ ვისეირნებთ. ანუ ვამკვიდრებთ ახალ სლოგანს: „ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.