ამირან გამყრელიძე - განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს ხოლმე დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები - ალბათ, წელს ამაზე უარის თქმა მოგვიწევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს საზოგადოებას გარკვეულ ტრადიციებზე უარის თქმა მოუწევს. როგორც მან „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, წელს ხალხს დიდ ქორწილებსა და დიდ დაბადების დღეებზე, სავარაუდოდ, უარის თქმა მოუწევს.

„პირდაპირ უნდა ვთქვათ იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს პირდაპირ საუბარი. წელს კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება გულისხმობს, რომ თავი უნდა შევიკავოთ ჩვენი ზოგიერთი ძალიან კარგი ტრადიციის აღნიშვნისგან, რაც ქართველებს და არამარტო ქართველებს გვაქვს. განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს ხოლმე დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები, ალბათ წელს ამაზე უარის თქმა მოგვიწევს“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს