ხათუნა ზახაშვილი - გაითვალისწინეთ, მაშინაც კი, როცა შეკავების ღონისძიებები შერბილდება, განსაკუთრებული რისკის ქვეშ რჩებიან ხანდაზმული ადამიანები

გაითვალისწინეთ, მაშინაც კი, როცა შეკავების ღონისძიებები შერბილდება, განსაკუთრებული რისკის ქვეშ რჩებიან ხანდაზმული ადამიანები, ან ის ადამიანები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. ზახაშვილი მოსახლეობას ურჩევს, ოჯახის ხანდაზმული წევრებისთვის უსაფრთხო გარემო შექმნან.

„ამ დაავადებებში, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიო ექსპერტები აღიარებენ გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებს. ამ ადამიანებისთვის მაქსიმალურად ეცადეთ, რომ შექმნათ უსაფრთხო გარემო. იმ პირობებშიც კი, როცა სახელმწიფოს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ფიზიკური დისტანცირების შეზღუდვის შედარებით შემსუბუქების თაობაზე, გახსოვდეთ, ხანდაზმული ადამიანებისთვის კოვიდი მაღალი რისკის დაავადებად რჩება და შეძლებისდაგვარად თქვენს ხანდაზმულებს მოუფრთხილდით,“- აღნიშნავს ზახაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო