არჩილ თალაკვაძე - ელჩებს არ უთქვამთ და არ იტყვიან, რომ კონკრეტული პირების გათავისუფლება იყო შეთანხმების ნაწილი, არც ტექსტში წერია და  რაც ტექსტში არ წერია, ბუნებაში ვერ იქნება შეთანხმების საგანი

ოპოზიციის წევრებმა თავის მეგობრებს კონკრეტული პირობები მისცეს, მაგრამ როდესაც ამ საკითხზე შეთანხება ვერ შედგა, პირი რომ არ გაეტეხათ, თვითგადარჩენის რეჟიმში პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ეს განცხადებები გააკეთეს , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პატიმრების გათავისუფლების თაობაზე საკითხი დააყენეს, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა.

„ელჩებს არ უთქვამთ და არ იტყვიან, ჩემი აზრით, რომ კონკრეტული პირების გათავისუფლება იყო შეთანხმების ნაწილი. ეს არც ტექსტში წერია და ის, რაც ტექსტში არ წერია, ბუნებაში ვერ იქნება შეთანხმების საგანი. ასეთი პირობა არ ყოფილა. ამიტომ, ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც უფრო ობიექტური უნდა იყოს, ვფიქრობ, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ინიციატივას. ჩვენ ჩვენს პირობას ვასრულებთ და შევასრულებთ ბოლომდე, რაც შეთანხმებაში იყო დაწერილი, ჩვენი მხრიდან ზედმიწევნით შესრულდება. თუ ასეთი დაპირება არ ყოფილა, რატომ საუბრობს ოპოზიცია და რატომ აკეთებს განცხადებებს, რომ თითქოს ჩვენ რაღაცას დავპირდით? ამის უკან არის მარტივი ლოგიკა, როდესაც მათ დაიწყეს ეს პოლიტიკური კამპანია, ქუჩაშიც იდგნენ და დესტაბილიზაციასაც ცდილობდნენ, მათ თავის მეგობრებს მისცეს კონკრეტული პირობები, მათ შორის იმ მეგობრებს, ვინც ახლა პატიმრობაში არიან. შესაბამისად, როდესაც ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ოპოზიციის მიერ ამ კონკრეტული საქმეების შეტანის თაობაზე, შესაბამისად, ისინი აღმოჩნდნენ საკუთარი პოზიციების, განცხადებებისა და დაპირებების ტყვეობაში, გამოვიდნენ და შეხვედრის დასრულებისთანავე გააკეთეს განცხადებები რაზე - ერთი მხრივ იყო დიდი მნიშვნელოვანი შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე, ამ დროს ადამიანები გამოდიან და აკეთებენ განცხადებას პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არ ჰქონდათ სხვა გამოსავალი და თავის მეგობრებთან პირი რომ არ გაეტეხათ და თავი ემართლებინათ, თვითგადარჩენის რეჟიმში გააკეთეს ეს განცხადებები. დიალოგისას დიახ, საუბარი იყო ამაზე, ოპოზიციამ ოთხივე შეხვედრაზე დააყენა ეს საკითხი, მაგრამ ასე მანიპულირება არ შეიძლება. ასეთი დემაგოგიით შორს ვერ წავალთ. საუბარი იყო, მაგრამ თუ პასუხისმგებლობა აქვთ, უნდა თქვან, რა იყო ჩვენი პასუხები, ჩვენი პასუხები იყო, რომ ეს არის მიუღებელი, რომ პატიმრების გათავისუფლების საკითხი შეთანხმების საგანი ვერ იქნება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა