არჩილ თალაკვაძე - რადიკალი ადამიანების ადგილი მომავლის პოლიტიკაში არ არის - მათ შეთანხმების თავისი ნაწილი უნდა შეასრულონ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ

ხომ ყველამ ვიცით, რომ რადიკალი ადამიანების ადგილი მომავლის პოლიტიკაში არ არის. თუ ოპოზიციას ეყოფა ამის განსჯის შესაძლებლობა, შეთანხების თავისი ნაწილი უნდა შეასრულოს და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შესაძლო სამომავლო აქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებსა და ყველა სხვა საკითხებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა საღ აზრს მოკლებულია.

„საბოლოო ჯამში, ხომ ყველამ ვიცით, რომ რადიკალი ადამიანების ადგილი მომავლის პოლიტიკაში არ არის. ოპოზიციას თუ ეყოფა იმის პასუხისმგებლობა და იმის განსჯის შესაძლებლობა, რომ რეალურად მომავლის პოლიტიკა და ეს არჩევნებიც არის შეთანხმების პოლიტიკა და მეტად კონსტრუქციული პოლიტიკა, მაშინ მათ შეთანხმების თავისი ნაწილი უნდა შეასრულონ, დაუჭირონ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს. საღ აზრს მოკლებულია და ეს არაერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, ამ სისხლის სამართლის საქმეებსა და დანარჩენ ყველაფერს შორის ტოლობის ნიშნის დასმა. ეს არის სპეკულაცია და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციის ამ დესტრუქციულ ნაწილს სურს ამ შეთანხმების ჩაშლა და ამ მიზეზს იყენებენ ფორმალურად. ამიტომ გავაკეთეთ საჯარო განცხადება. ოპოზიციას ეგონა, რომ ელჩები პირდაპირ ადასტურებენ, რომ თითქოს შეთანხმებაში არის კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების საკითხი. ვნახეთ, რომ ელჩებმა ეს არ დაადასტურეს. მათ უნდა აღიარონ, რომ ასეთი პირობა მიცემული არ ყოფილა. მეორე საკითხია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ინსტიტუტები ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით, რა მოხდება სააპელაციო სასამართლოში. ეს არის ინსტიტუტების გადასაწყვეტი“,- განაცხადა თალაკვაძემ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, თუ რატომაა შეთანხმებაში ჩანაწერი პრეზიდენტთან დაკავშირებით. მისი თქმით, პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ მომავალში პოლიტიკურ დიალოგში მედიატორის როლი იკისროს და ეს მემორანდუმშიც ჩაიწერა.

„ოპოზიცია ასევე სპეკულირებს, რომ შეთანხმებაში ჩაწერილია საქართველოს პრეზიდენტის შესახებ. ამ რიტორიკულ კითხვას სვამენ, თუ შეწყალებაზე არ არის საუბარი, რატომ არის ჩაწერილი პრეზიდენტიო. მინდა, სრული გულწრფელობით გითხრათ სიმართლე, რატომაა რეალურად პრეზიდენტთან დაკავშირებული ჩანაწერი გაკეთებული. საქართველოს პრეზიდენტმა შეთანხმებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა განცხადება და გამოთქვა მზადყოფნა, რომ მომავალში ის გახდეს მედიატორი და ის გახდეს პოლიტიკური დიალოგის მასპინძელი. ჩვენც ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტს, როგორც ზეპარტიულ ინსტიტუტს, აქვს ამის შესაძლებლობა და სწორედ ის ინსტიტუციაა, სადაც პოლიტიკური დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომ, ჩვენ დავეთანხმეთ და ეს მოხვდა ტექსტში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა