იტალიაში კორონავირუსით 24 საათში 195 ადამიანი გარდაიცვალა, 888 კი დაინფიცირდა

იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 195 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, დღიური ინფიცირების რიცხვმა იკლო. გასულ 24 საათში ვირუსი 888 ადამიანს გამოუვლინდა, რაც დაახლოებით 500-ით ნაკლებია წინა დღის მონაცემთან შედარებით.

დღემდე იტალიაში ვირუსით სულ 222 104 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 31 106 ადამიანი გარდაიცვალა, 112 541 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად ინფიცირებულია 78 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 900-მდე პირი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების და დაავადების შემთხვევები იტალიაში მნიშვნელოვნად შემცირდა. Worldometers-ის მონაცემებით, იტალიამ ინფიცირებულთა რიცხვით, აშშ-ის, ესპანეთის, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა