გიორგი მარგველაშვილი - "ქართული ოცნების“ პოლიტიკური უნარი ტყუილის და თაღლითობის ნათლად გვაჩვენებს, რამდენად დაკნინებულია პოლიტიკური ძალა

"ქართული ოცნების“ პოლიტიკური უნარი ტყუილის, თაღლითობის, თუნდაც მათი შესაძლებლობა, ახალი ვერსიები გამოიგონონ, ნათლად გვაჩვენებს, რამდენად დაკნინებულია პოლიტიკური ძალა , - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. ის 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებს და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკას გამოეხმაურა.

მარგველაშვილის შეფასებით, ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს, ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება ცდილობდა, ძალიან იაფფასიანი, დაბალი დონის პოლიტიკური ტყუილი მოეფიქრებინა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური უნარი, თუნდაც ტყუილის, თაღლითობის, თუნდაც მათი შესაძლებლობა, რომ ახალი ვერსიები გამოიგონონ, ნათლად გვაჩვენებს, რამდენად დაკნინებულია პოლიტიკური ძალა.

ჩვენ გვახსოვს კომენტარები, რომელიც თავიდანვე დაიწყო, როდესაც უპრეცედენტოდ მაღალი თანმდებობის პირები, მათ შორის ევროპისა და შეერთებული შტატების დედაქალაქიდან აყალიბებდნენ თავინთ პოზიციას იმ თაღლითობასთან მიმართებით, რომელიც 2019 წლის ბოლოს გათამაშდა. მაშინ, როდესაც მოატყუეს ისინი და მოგვატყუეს ჩვენ, მაშინ ჩამოყალიბდა უბადრუკი ნარატივი, რომ ესენი არიან ცალკეული ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს. მაშინვე ნათელი იყო, რომ ეს ძალიან იაფფასიანი დაბალი დონის პოლიტიკური ტყუილი იყო" , - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდის გზავნილები „დაბალი ხარისხის ტყუილი და თავის მოტყუებაა“.

„რას მოველით, რომ ტეხასიდან, ლონდონიდან, ჰამბურგიდან, ევროპისა და შეერთებული შტატების მოქალაქეები ჩამოვლენ და ოქრუაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიტინგს მოაწყობენ? უმაღლესი თანამდებობის პირები თავიანთ ძალიან ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებენ. არ მგონია, რომ ეს ტექსტი მხოლოდ „ქართული ოცნებისკენ“ იყოს მიმართული. იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენმა პარტნიორებმა ამ სიტყვებით საუბარი დაიწყეს, მათ დაიწყეს საუბარი ჩვენს მიმართაც, იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ისინი თანამოაზრეებად, თავისუფლების, დემოკრატიისა და დასავლეთის ღირებულების დამცველებად ხედავენ მსოფლიოს ამ წერტილში. ჩვენ გვესაუბრებიან თანამოაზრეები, ადამიანები, რომლებიც აფასებენ თავიანთი ქვეყნის წვლილს საქართველოს განვითარებაში“, - აცხადებს მარგველაშვილი.

მისი შეფასებით, კომიკურ მდგომარეობაშია ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც შექმნილ მდგომარეობას სათანადოდ ვერ აფასებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო