ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე მერიჩელ ბატეტი არჩილ თალაკვაძესთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ საუბარს ეხმაურება

ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე მერიჩელ ბატეტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ვიდეკონფერენციის ფორმატში შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საშუალებით ეხმაურება.

მერიჩელ ბატეტი თავის "ტვიტში", წერს, რომ მან არჩილ თალაკვაძეს ესპანეთის მიმართ ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა.

"დღეს საშუალება მქონდა მესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან, რომელსაც მადლობა გადავუხადე ესპანეთის მიმართ, ამ რთულ პერიოდში გამოხატული ინტერესის გამო და ესპანელი ხალხის მიმართ მისი სიყვარულისა და თანაგრძნობისთვის" - წერს ბატეტი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესპანელ კოლეგას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა.

"საინტერესო და ხანგრძლივი საუბარი მქონდა ჩემს ესპანელ კოლეგასთან, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე მერიჩელ ბატეტ ლამანიასთან. ვიდეოკონფერენციის ფორმატში COVID19-თან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებზე ვისაუბრეთ.

განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში და შემდგომ, საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები.

ესპანეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა გადავეცი. იმედი მაქვს, რომ ესპანეთი კოვიდ19-ის ეპიდემიას მალე დაამარცხებს და მშვიდი, კარგი დღეები დაბრუნდება" , - დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა