ბელგიაში მუზეუმები და სკოლების ნაწილი იხსნება

ბელგიაში მუზეუმები იხსნება, თუმცა გარკვეული პირობების გათვალისწინება აუცილებელი იქნება. ამასთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში გაიხსნება დაწყებითი და საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის სკოლებიც.

”ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 18 მაისიდან მუზეუმები და კულტურული ობიექტები, როგორიცაა ისტორიული შენობები, გავხსნათ, თუკი ისინი შეძლებენ დანერგონ ონლაინ ან სატელეფონო ბილეთების სისტემა და გადადგამენ აუცილებელ ნაბიჯებს ხალხმრავალი შეკრებების თავიდან ასაცილებლად" , - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია გაიხსნას სილამაზის სალონები, თუმცა მხოლოდ დამცავი საშუალებების გამოყენების ვალდებულებით, რომელიც განკუთვნილი იქნება, როგორც პერსონალისთვის, ასევე მომხმარებლისთვის.

ცნობისთვის, მაღაზიების უმეტესობა ბელგიაში ორშაბათიდან გაიხსნა. რაც შეეხება რესტორნებსა და ბარებს, მათი გახსნის თარიღი უცნობია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა