მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკას 1 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა, 5 გამოჯანმრთელებული კლინიკიდან გაეწერა

ვახტან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკიდან დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, მათგან 3 მოზრდილი და 2 მოზარდია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკას დღეს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით მცხეთის საავადმყოფოდან ერთი პაციენტი დაემატა.

„ბოქსირებულ სექტორში არის 55 პაციენტი, მათგან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 45. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 7. გვაქვს 5 გამოჯანმრთელება. მათგან 3 მოზრდილი და 2 მოზარდი. გვყავს ერთი ახალი პაციენტი, რომელიც დადასტურებული დიაგნოზით მცხეთის საავდმყოფოდან არის გადმოყვანილი. ის მკურნალობდა მცხეთის საავადმყოფოში, თუმცა როგორც ვიცით, ის იქაც ცხინვალიდან გადაიყვანეს. 70 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცია. მისი მდგომარეობა საყურადღებოა. საყურადღებოა კვლავ 4 პაციენტის მდგომარეობა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობის სიმძიმე საშუალოა. რაც შეეხება ექთანს, რომელიც თეთრიწყაროდან გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

იხილთ ვიდეო: ბოჭორიშვილის კლინიკა 5-მა არასრულწლოვანმა დატოვა

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2020
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა