„ენერგო-პრო ჯორჯია“ კომუნალური მომსახურების გაუმჯობესების ახალ პროექტში ჩაერთო

„ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) კომუნალური მომსახურების გაუმჯობესების ახალ პროექტში ჩაერთო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენეგრო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

“პროექტის ფარგლებში, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს მობილური ტელეფონის მეშვეობით, *303# კოდის აკრეფით შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია ელექტროენერგიის წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მიიღონ ინფორმაცია ელექტროენერგიის გეგმიური თუ ავარიული წყვეტის შესახებ, კომპანიის ბაზაში აბონენტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ საკონტაქტო ნომერი, გაიგონ კომპანიის ოფისის მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი და სხვა. აღნიშნული მომსახურება უფასოა და ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისათვის. გარდა ამისა, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვის და ინტერნეტთან კავშირის გარეშე. პროექტის წარმატებული განხორციელების მიზნით სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას სეწმეკთან საინფორმაციო ბაზის განახლების მიზნით. *303# მომსახურება ამ დროისთვის ხელმისაწვდომია „სილქნეტისა“ და „მაგთკომის“ მომხმარებლებისათვის. უახლოეს მომავალში პროგრამით ისარგებლებენ „ბილაინის“ მომხმარებლებიც. კომუნალური მომსახურების ახალი პროექტი დაინერგა აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და გამარტივების მიზნით. სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ერთად პროექტში ჩართულია საქართველოში მოქმედი სხვა კომუნალური მომსახურების კომპანიებიც, რომლებიც ოპერირებენ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სექტორში,“- აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო