აშშ ჩინეთს კორონავირუსის კვლევების, მედიკამენტებისა და ვაქცინის შესახებ ინფორმაციის მოპარვის მცდელობაში ადანაშაულებს

აშშ ჩინეთს კორონავირუსთან დაკავშირებული კვლევების და ვაქცინების შესახებ ინფორმაციის მოპარვის მცდელობაში ადანაშაულებს. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს კიბერუსაფრთხოების და ინფასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, „ჯანდაცვის, ფარმაცევტულმა, კვლევითმა სექტორმა უნდა იცოდეს, რომ ისინი ძირითადი სამიზნეები არიან“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვაშინგტონმა ჩინეთი ინფორმაციის მოპარვის მცდელობაში დაადანაშაულა. აღნიშნულს რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.

„რა არის ამაში ახალი, ვიცით და ვაკვირდებით“,-განაცხადა ტრამპმა.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს პეკინი.

„ჩვენ პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში კორონავირუსის მკურნალობის და ვაქცინის შექმნის მიმართულებით. არამორალურია ჩინეთი დაადანაშაულო ყველანაირი სამხილის გარეშე“,- აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ძაო ლიძიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო