მონტენეგროს პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც 8 სასულიერი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

მონტენეგროს პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და კვამლის ყუმბარები გამოიყენა. დემონსტრანტები ნიკსიკსა და პლიევლიაში სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 8 სასულიერო პირის დაკავებას აპროტესტებდნენ. მედიის ინფორმაციით, მონტენეგროში დადგენილი შეზღუდვების მიუხედავად, ისინი არც სახის ნიღბებს ატარებდნენ და არც დისტანციას იცავდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვები, ბოთლები და ასაფეთქებელი ნივთიერები დაუშინეს. მათივე თქმით, დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.

შეგახსენებთ, გუშინ მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 7 მღვდელი და 1 ეპისკოპოსი დააკავეს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ რელიგიური მსვლელობა მოაწყვეს, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა.

მომხდარს ოფიციალური ბელგრადი გამოეხმაურა და სასულიერო პირების დაკავება დაგმო.

ცნობისთვის, მონტენეგრო, რომელის მოსახლეობაც დაახლოებით 620000 ადამიანია, სერბეთს 2006 წელს, რეფერენდუმის შედეგად გამოეყო, თუმცა სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყანაში ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს