ნათია თურნავა - პროგნოზებში პესიმიზმი გასაგებია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკეთესი შედეგი გვქონდეს 2021 წლისთვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, EBRD-ის პროგნოზი, რომელიც ახლა გამოქვეყნდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მანამდე გამოქვეყნებულ პროგნოზზე უფრო პესიმისტურია, თუმცა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2021 წლისთვის უკეთესი შედეგი ჰქონდეს.

როგორც მინისტრი აცხადებს, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე გლობალურ ტენდენციებს აქვს გავლენა.

„გამოქვეყნდა EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც არის კიდევ უფრო მეტად პესიმისტური, ვიდრე მანამდე გამოქვეყნებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი. მინდა გითხრათ, რომ ეს პროგნოზებიც არის წინასწარი და დიდწილად დამოკიდებულია მსოფლიო გლობალური ეკონომიკის მდგომარეობის შეფასებაზე. გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხდება უფრო პესიმისტურად, გამომდინარე იქიდან, რომ მოლოდინები, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად კოვიდინფექცია გაქრებოდა, არ მართლდება. როგორც ჩანს, მსოფლიოს მოგვიწევს რაღაც პერიოდი ამ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება, აქედან მომდინარეობს ეს პესიმიზმიც.

საქართველოს ეკონომიკა ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გახსნილი ეკონომიკა იყო, ჩვენ არ ვართ ვაკუუმში. შესაბამისად, ის, თუ როგორ მძიმდება პროგნოზები გლობალურ ეკონომიკაში, არ შეიძლება არ აისახოს ჩვენთან მიმართებაში პროგნოზებზეც. ჩვენ ახლა უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე და ნაკლებად დამოკიდებულები გავხდებით იმპორტზე მთელი რიგი მიმართულებებით. ისედაც 2019 წელი ამ თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი რეკორდული, იმიტომ რომ ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი გვქონდა ჩვენ სავაჭრო ბალანსის. ეს გახდება ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ზრდის, ასევე ინვესტიციები. აქედან გამომდინარე პესიმიზმი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკეთესი შედეგი გვქონდეს 2021 წლისთვის“, - აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, "როიტერსის" ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

ბანკის პროგნოზით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს - 5.5%-მდე შემცირდება, ვინაიდან გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მოგზაურობა და ტურიზმი დააზარალა, რაც, ეკონომიკაზე უკიდურესად უარყოფითად აისახება. თუმცა, ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წლისთვის 5.5%-მდე გაიზრდება.

„ეკონომიკური გაუმჯობესება დამოკიდებულია კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ქვეყნის შიგნით დაწესებული ზომების თანდათან შემსუბუქებაზე,“- აღნიშნულია ბანკის მოხსენებაში, რომელიც რეგიონალურ ეკონომიკური პერსპექტივებს ეხება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა