ნათია თურნავა - როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ტენდერს გავმართავთ - პოსტკრიზისულ პერიოდში ანაკლიას უფრო მეტი კომერციული მიმზიდველობა ეძლევა

პოსტკორონა პერიოდში ანაკლიას უფრო მეტი კომერციული მიმზიდველობა ეძლევა,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, პოსტკრიზისულ პერიოდში ინვესტორების ნომერ პირველი არჩევანი იყოს.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ჩვენი სტრატეგიული პროექტი. პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია აწყობილი იქნება , რომ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი გლობალური კომპანია ცვლის თავის წარმოების ლოკაციებს. ხდება გადატანა ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებიდან წარმოების და ჩვენ გვაქვს შესაძლებობა, რომ ვიყოთ მათთვის ნომერ პირველი არჩევანი და ჩვენთან გადმოვატანინოთ დივერსიფიკაციის პროცესში წარმოებები. ამ თვალსაზრისით საქართველოს მიმზიდველობა ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად განპირობებულია იმით, რომ ვართ სწორ გეოპოლიტიკური მდებაროების ქვეყანა, შავ ზღვაზე გვაქვს გასასვლელი და განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურა არის ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა. აქედან გამომდინარე, პოსტკრიზისულ პერიოდში უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა როგორც ფოთის პორტს, ასევე ანაკლიის პორტს და ნებისმიერ საპორტო ინფრასრუქტურას, რაც იქ განვითარდება. როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ტენდერს გავმართავთ, ამაზე ვმუშაობთ. რაღაც პერიოდი ეპიდემიამ შეგვიშალა ხელი, მაგრამ პირველივე შესაძლებლობის შემთხევავაში განვაახლებთ მუშაობას საფინანსო ინტიტუტებთან და ტენდერს აუცილებლად გავმართავთ. პოსტკორონა პერიოდში ამ მიზეზით რომ ჩვენი ლოგისტიკური მდებარეობა არის ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა, თუ რატომ გადმოვლენ აქ კომპანიები, ანაკლიას უფრო მეტი კომერციული მიმზიდველობა ეძლევა, ხოლო როგორც სტრატეგიული პროექტი ჩვენთვის ეს კვლავაც მნიშვნელოვანია“,- განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო: როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ტენდერს გამოვაცხადებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა