28 მაისს, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა” გამოიცემა

პრესის პროექტები გრძელდება და ამჯერად, მკითხველი, სპეციალურ ფასად, 2019 წლის ბესტსელერს ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდ მომაკვდინებელ გრძნობას მიიღებს. წიგნი, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, 28 მაისს გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია - 8,50 ლარი, ჟურნალთან ერთად10 ლარი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ და ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ, რათა პრო­ექტ „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი მკი­თხვე­ლის­თვის უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს. „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული რომანი თათული ღვინიანიძის „აღიარება ხელისგულზე“ მკითხველმა, ჟურნალთან ერთად, უკვე შეიძინა.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი ამ რომანით „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ 2019 წლის ბესტსელერი გახდა ნომინაციაში „ქართველი ავტორი”.

ამბავი იან კლაინზეა, უცნაურ მხატვარზე, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა.

„მკი­თხვე­ლი ბევრ სა­ერ­თოს იპო­ვის მას­თან. ჩემი წიგ­ნი ვინ­მეს მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და მის­გან ცხოვ­რე­ბის სწავ­ლე­ბას უნდა ელო­დოთ-მეთ­ქი, არ გე­ტყვით. ის უბ­რა­ლოდ კარ­გი მე­გო­ბა­რი და მრჩე­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც შე­გიძ­ლია მა­შინ მი­ა­კი­თხო, რო­დე­საც რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის მოს­მე­ნა მო­გინ­დე­ბა. წიგ­ნი არისადა­მი­ა­ნებ­ზე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ, გა­ნი­ცა­დონ და იგ­რძნონ“, - აცხადებს ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი.

ზვიად კირტავა - მთავარი მიზანი მაინც არის ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტა და შემთხვევების შემცირება, ამის მიღწევის გარეშე საწოლების და პერსონალის კიდევ გაზრდაც ვერ აგვაცილებს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან "მოედანი"
ზოომარტი ექსკლუზიურად Wolt-ზე
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის