სოციალურ კამპანიას, #შენმნიშვნელოვანიხარ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლები ვიდეოგზავნილით გამოეხმაურნენ

სოციალურ კამპანიას, #შენმნიშვნელოვანიხარ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლები ვიდეოგზავნილით გამოეხმაურნენ. მათ მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს, ვინც საგანგებო მდგომარეობის დროს, მათ მიერ გაწეული შრომა დააფასა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს. მათივე ცნობით, აღნიშნული სოლიდარობის აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც პანდემიის პირობებში მუშაობა არ შეუწყვეტია.

„ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ვიდეორგოლს წინ უსწრებდა სწორედ მათ მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვა, სადაც ისინი მაღაროელებსა თუ მეტალურგებს - მძიმე მრეწველობის სფეროდან, სააფთიაქო, ავტოგასამართი სადგურებისა და სუპერმარკეტების ქსელების, სამშენებლო კომპანიების, დასუფთავების სამსახურების, მიმწოდებელი ფირმებისა თუ ფოსტის თანამშრომლებს მძიმე პერიოდში მუშაობისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდიან. აღსანიშნავია, რომ გოგა ჩანადირის მიერ ფეისბუკით დაწყებულ კამპანიას, რიგითი მოქალაქეების გარდა, არაერთი მსხვილი კომპანია, მათ შორის, „ჯორჯიან მანგანეზი“, „საქნახშირი“, „არემჯი“, „ანაგი“, „აგრომაქს დეკორი“ და სხვები შეუერთდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კამპანია #შენმნიშვნელოვანიხარ სოციალურ ქსელში 29 აპრილს დაიწყო და მას უამრავი ადამიანი შეურთდა, მათ შორის ცნობადი სახეები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა