ლუიზა ვინტონი - საქართველოს რეპუტაციისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, რომ პოლიტიკური კრიზისი მოაგვაროს

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისას აუცილებელია მხარეებმა პატივი სცენ ორ მნიშვნელოვან პრინციპს - კანონის უზენაესობასა და იმას, რომ სამართლებრივი მექანიზმები არ იყოს პოლიტიზირებული. მისივე თქმით, საქართველოს რეპუტაციისთვის უკეთესი იქნება თუ ეს კრიზისი სწრაფად მოგვარდება.

„საქართველო არის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში იმ გამორჩეული პასუხის გამო, რომელიც მან Covid-19-ის კრიზისს გასცა. რაც შეეხება პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას, ორი ძირითადი პრინციპია, რომელსაც უნდა მიჰყვნენ - ერთი არის კანონის უზენაესობა და მეორე ყველანაირად თავიდან უნდა იქნეს აცილებული სამართლებრივი მექანიზმების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ამიტომ ყველა მხარე უნდა მიჰყვეს და პატივი სცეს ამ პრინციპებს არსებული კრიზისიდან გამოსავლის ძიების პროცესში. საქართველოს რეპუტაციისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, რომ მოაგვაროს პოლიტიკური კრიზისი და წინ წავიდეს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ უკვე შეთანხმებული ფორმატით“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს