თსსუ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე არიან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და რეზიდენტები აქტიურად არიან ჩართულნი მსოფლიოს ახალი გამოწვევის, კოვიდ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში,- ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ისინი ჩვენი დროის გმირები არიან, რომლებიც, თითოეული პაციენტის გადასარჩენად, საქართველოს (და არამარტო) სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში თავდაუზოგავად შრომობენ და იღწვიან. ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობის სადარაჯოზე ყოფნა ყველაზე რთულ ვითარებაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყველაზე ახლოს, სულ რამდენიმე კილომეტრში უწევს. ეს ახალგაზრდები არამხოლოდ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, არამედ ემსახურებიან იმ უზენაეს მისიას, რასაც საკუთარი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცობა ჰქვია“,- აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა