მამუკა ხაზარაძე - საქართველოს მთავრობა არის რუსული ძალის მიერ მართული, რომლის პირდაპირი დავალება ანაკლიის პროექტის გაჩერება იყო - ეს ხდება იმ დროს, როცა რუსეთი ტამანში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს

საქართველოს მთავრობა არის მარიონეტული, რუსული ძალის მიერ მართული მთავრობა, რომლის პირდაპირი დავალება ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერება იყო, - ამის შესახებ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო ექსპერტის დასკვნას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო დონის კიდევ ერთი დოკუმენტი დაიდო, სადაც არათუ ფულის გათეთრებაზეა საუბარი, არამედ, ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ მოიპოვება.

„დღეს გამოქვეყნდა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ავსტრალიიდან მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იქნა გამოძიებული. შესაბამისად, დაიდო საერთაშორისო დონის კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც არათუ ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე, არამედ არანაირი დანაშაულის ნიშნები ამ საქმეში არ მოიპოვება. ეს მნიშვნელოვანია და ჩემი და ბადრის ბრძოლაც მნიშვნელოვანი იყო სამართლისთვის და სამართლიანობისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პროკურატურის, სამსამართლო სისტემის მიკერძოებულობას, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების არსებობას ამ ქვეყანაში. ეს ყველაფერი მიმართული იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ჩაგდებისთვის, ეს არის ანაკლიის პროექტი. უკვე ორი წელია ეს საქმე გრძელდება და გრძელდება იმიტომ, რომ დროებით მიეღწიათ იმ შედეგისთვის, რასაც ანაკლიის გაჩერება ჰქვია. საქართველოს მთავრობა არის მარიონეტული, რუსული ძალის მიერ მართული მთავრობა, რომლის პირდაპირი დავალება იყო, რომ გაჩერებულიყო ანაკლია. ეს ხდება იმ დროს, როდესაც პარალელურად ტამანში, ნოვოროსისკის გვერდზე იგივე რუსეთი აშენებს ღრმაწყლოვან პორტს. სურათი ნათელია, ამაზე დიდხანს არ შევჩერდები. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.

იხილეთ ვიდეო

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა