მამუკა ხაზარაძე - საქართველოდან დაახლოებით 100 მილიონი ბოთლი ღვინო გადის, რომლის საშუალო ფასი 2 დოლარი და 30 ცენტია, ეს არის სამარცხვინო ფასი ღვინისთვის

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, იმ ღვინის ფასი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გადის, სამარცხვინოა. როგორც მან "ფეისბუკ ლაივის" დროს განაცხადა, სწორედ ამ დაბალი ფასის გამო არ ვითარდება ღვინის მრეწველობა.

"დღეს საქართველოდან ღვინო გადის დაახლოებით 100 მილიონი ბოთლი. მისი საშუალო ფასი არის 2 დოლარი და 30 ცენტი. ეს არის სამარცხვინო ფასი ღვინისთვის. იმიტომაა, რომ ჩვენი ღვინის მრეწველობა არ ვითარდება და იმიტომ არის, რომ ფერმერს, გლეხკაცს, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში უზარმაზარი შრომა აქვს გაწეული, საბოლოო ჯამში ხვდება ის თეთრები, რომელიც ამ ვალუტის დევალვაციის ფონზე კიდევ უფრო არაფერს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა იქნება რომ ღვინის ფასი გაიზარდოს, საშუალო ფასი, ხარისხი გაიზარდოს და ერთხელ და სამუდამოდ, საქართველო შევიდეს მსოფლიო ღვინის მაღალი კატეგორიის სეგმენტში," - განაცხადა ხაზარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო