დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნება“ თავის თავს როცა აყენებს ზიანს, ვერაფერს ვიზამთ, მაგრამ უკვე ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაა საფრთხილო და საგანგაშო

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლება უგუნური ნაბიჯებით მდგომარეობას ამწვავებს. ამ განცხადებით უსუფაშვილი 8 მარტის შეთანხმების თაობაზე მმართველი გუნდის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ტერმინს - პოლიტიკური პატიმრები არ იყენებდნენ, რადგან „თუ საქართველოს ეს იარლიყი მიეკერა, მერე ეს უარყოფითად იმოქმედებს იმ დახმარებებზე, რომელიც უნდა მივიღოთ ზოგადად და ახლაც, ეპიდემასთან ბრძოლის ფონზე“.

„ქართული ოცნება“ თავის თავს როცა აყენებს ზიანს, ვერაფერს ვიზამთ, მაგრამ უკვე ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაა საფრთხილო და საგანგაშო. ჩვენ ტერმინ პოლიტიკურ პატიმრებს არ ვიყენებთ ხოლმე, რადგან ვიცით, მერე რა მოყვება ხოლმე ამას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენი მეგობრები - ამერიკელები, ევროპელები, ბალტიისპირელები ამ ტერმინს არ იყენებდნენ, რადგან მათაც იციან, რომ თუ საქართველოს ეს იარლიყი მიეკერა, მერე ეს უარყოფითად იმოქმედებს იმ დახმარებებზე, რომელიც უნდა მივიღოთ ზოგადად და ახლა კონკრეტულად ამ ეპიდემიასთან ბრძოლის ფონზე. ეს უარყოფითად იმოქმედებს ბიზნეს გარემოზე, ეს იქნება დიდი დაბრკოლება ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამტკიცებისთვის და ზოგადად, ასოცირების ხელშეკრულებას ევროპასთან მხოლოდ იმიტომ მოვაწერეთ ხელი, რომ უვიზოდ ჩავიდეთ, სამსახური ვერ ვიშოვოთ და მერე უკან გამოგვიშვან? თუ იმიტომ, რომ ქვეყნის ინტეგრირება მოხდეს. ამ უგუნური ნაბიჯებით ძალიან გაამწვავეს მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ. „ლელო“ რჩება მყარად იმ პოზიციაზე, რაც 8 მარტის დოკუმენტშია ასახული. ჩვენ გვჭირდება უკეთესი საარჩევნო სისტემა და არ გვჭირდება პოლიტიკური დევნა საქართველოში“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს