პრეზიდენტის ადმინისტრაცია - საქართველოს პრეზიდენტმა მონტენეგროს, როგორც კორონავისრუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის, უსაფრთხო ტურიზმის დერეფანში ჩართვის შესაძლებლობა განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებული მისი ვიზიტი, კრიზისის დასრულების შემდეგ, გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა საქართველოსა და მონტენეგროში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობასა და ხელისუფლებების მიერ გატარებულ იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში ორივე ქვეყანას წარმატება მოუტანა. მონტენეგროს პრეზიდენტმა პანდემიასთან ბრძოლისას საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა.

„საუბარი შეეხო პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის ამოქმედების სტრატეგიულ გეგმებსა და ამ კონტექსტში უსაფრთხო ტურიზმის მიმართულებაში საქართველოსა და მონტენეგროს მონაწილეობის უდიდეს მნიშვნელობას, რადგან საქართველოს, ისევე როგორც მონტენეგროს ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული ტურიზმის სექტორზე.

საქართველოს პრეზიდენტმა მონტენეგროს უსაფრთხო ქვეყნების ტურიზმის დერეფანში ჩართვა შესთავაზა, რასაც მონტენეგროს პრეზიდენტმა საინტერესო იდეა უწოდა.

პრეზიდენტებმა საქართველოსა და მონტენეგროს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. მონტენეგროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე გაუზიარონ ერთმანეთს ამ პროცესში დაგროვილი გამოცდილება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა