COVID-19-ის რისკის შემცირებასა და მყისიერი რეაგირების ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღონისძიებებს განახორციელებს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, „კოკა-კოლას“ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", საქართველოში COVID-19 პანდემიის საპასუხო აქტივობების გასატარებლად ერთიანდებიან,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, COVID-19-ის რისკის შემცირებასა და მყისიერი რეაგირების ფარგლებში, „კოკა-კოლას“ საქველმოქმედო ფონდის ფინანსური დახმარებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება განახორციელებს გადაუდებელ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ვირუსის გავრცელების პრევენცია და შემთხვევების დროული აღმოჩენა.

„თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერით მოხდება სწრაფი ტესტების შესყიდვა, რაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პათოლოგიის ცენტრს გადაეცემა. ეს ხელს შეუწყობს დაავადების დროულ აღმოჩენას და შესაბამისად შეამცირებს გავრცელების რისკს იმ ადამიანთა ჯგუფებში, რომლებიც სხვადასხვა აქტივობების წინა ხაზზე არიან ჩართულები, მათ შორის როგორც მედიის, ისევე მუნიციპალიტეტების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებში. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მადლობას უხდის კოკა-კოლას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის!“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო