გიორგი კანდელაკი - მთავრობაში თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საქართველოს აღარ მოეთხოვება, ეს მოლოდინი მცდარია

„თუ ვინმეს აქვს მოლოდინი მთავრობაში, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საქართველოს აღარ მოეთხოვება, ეს მოლოდინი არის მცდარი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა. მისი თქმით, ანგარიში, რომელსაც ევროპარლამენტი 19 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავს, „ასახავს ყველა იმ წუხილს და უკმაყოფილებას, რაც დღეს საქართველოს მეგობრებს შორის არის“.

„ინტერესი საქართველოს მიმართ არ შენელდება. დოკუმენტი რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, საბოლოო დოკუმენტი ასახავს ყველა იმ წუხილს და უკმაყოფილებას, რაც დღეს საქართველოს მეგობრებს შორის არის. გარდა ამისა, გასულ კვირას უკვე მიიღეს ბრიუსელში პანდემიით დაზარალებული პარტნიორი ქვეყნებისთვის მაკროსაფინანსო დახმარების აღმოჩენის პაკეტი და ამ პაკეტში შავით თეთრზე წერია, რომ დახმარება ასევე გულისხმობს კანონის უზენაესობის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. კანონის უზენაესობის და სასამართლო სისტემის ბოროტად არგამოყენების შესახებ გაფორმდა შეთანხმება ოპოზიციასა და მთავრობას შორის 8 მარტს“, - აცხადებს კანდელაკი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი 19 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყურადღება გამახვილდება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე რამდენიმე მიმართულებით, თუმცა ამავდროულად, შეშფოთებაა გამოთქმული ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო