მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ანდრიუს კუბილიუსსა და რასა იუკნევიჩიენეს ონლაინ ფორმატში ესაუბრნენ

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტარებს ანდრიუს კუბილიუსსა და რასა იუკნევიჩიენეს ონლაინ ფორმატში ესაუბრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ აცნობეს, საუბარი შეეხო ქართული დემოკრატიის კრიზისს და "ქართული ოცნების" მიერ სახელმწიფოს მიტაცების მცდელობას. მათივე ინფორმაციით, ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავისი გულმხურვალე მხარდაჭერა საქართველოს ხალხისა და პრო-დასავლური პოლიტიკური ძალების მიმართ. პარტიის ცნობით, აღინიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილ შესრულებას და საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას ალტერნატივა არ გააჩნია.

"ლელოს" ლიდერებმა და ევროპარლამენტარებმა აგრეთვე ისაუბრეს "ლელოს" პოზიტიურ დღის წესრიგზე, დემოკრატიის განახლებასა და პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მოდელებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა