სალომე ზურაბიშვილი - კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროპისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, საული ნიინისტეს ესაუბრა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრეზიდენტებმა საქართველოსა და ფინეთში კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობაზე და დისტანციური განათლების სისტემებზე ისაუბრეს, რადგან კრიზისულ ვითარებაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობის შექმნის შესაძლებლობა ძალზე მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრეზიდენტმა ფინელ კოლეგას ტურიზმის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში საქართველოს და ფინეთს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდებათ.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ასევე იმ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც საქართველოში ლუგარის სახელობის ცენტრს უკავშირდება.

პრეზიდენტებმა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კრიზისი საქართველოსათვის ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროპისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაა.

იხილეთ ვიდეო:კორონავირუსის კრიზისი ევროკავშირისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაა - სალომე ზურაბიშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო